გამოყენების, როგორც საკლასო, ისე შემაჯამებელი დავალებების დროს, გამოიყენება თითქმის ყველა კლასში საგაკვეთილო თემების მიზნების შესაბამისად და ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვაში,
ის ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ფაქტობრივი ცოდნის განმტკიცებას,
რაც გაგება-გააზრებას უწყობს ხელს, სხავადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის (კინესთეტიკური, სივრცითი და სხვა) მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს . რესურსის გამოყენებით გაკვეთილი ხდება საინტერესო და სახალისო, რაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და ხელს უწყობს მოსწავლეებში აკადემიური მოსწრების ამაღლებას.
ინსტრუქცია
რეგისტრაციაში შესვლის
შემდეგ ჩემს მიერ შექმნილ ელექტრონული რესურსის გვერდზე მოცემულია სხვადასხვა სახის დანართები, ვიქტორინა,
თავსატეხები, მარკერი, ბადე, ჯგუფის არჩევა.
მარკერი–რუკაზე
სპეციალური ნიშნებით ე.წ. მარკერებით აღნიშნულია
სასაზღვრო ობიექტები, თითოეულ მარკერზე დაწკაპუნებით გადაიშლება სხვადასხვა სასაზღვრო
ობიექტები. სწორი ობიექტის არჩევის შემთხვევაში რუკაზე გამოჩნდება წარწერა.
თავსატეხი–
მაგალითად გლობალურ გეოგრაფიაში ერთერთი თემის შესწავლის დროს– გლობალური პრობლემები,
ჩამოთვლილია სხვადასხვა სახის პოლიტიკური,
ეკონომიური, ეკოლოგიური და სხვა პრობლემები და იქვე მოცემულია ზოგადად მათი მახასიათებლები.
თუ თითოეულს სწორად შეუსაბამებ თავის მახასიათებელს საბოლოოდ გადაიშლება სასურველი
ინფორმაცია ( სურათის, ვიდეოს თუ სხვა) სახით,
რომლის გამოყენებაც გვინდა გაკვეთილზე . მაგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსწავლეები
ეცნობიან ნობელის პრემიის ლაურეატის მალალას ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველ კადრებს.
ვიქტორინა– ვის უნდა მილიონი –მოცემულია
ტესტები 4 სავარაუდო პასუხებით.
ბადე–
მოცემულია ღირსშესანიშნაობების სურათები და თითოეულის დასახელება. თუ სწორად შეუსაბამებენ
ანუ გადაიტანენ ღირსშესანიშნაობების სურათებს შესაბამის წარწერიან უჯრებში, უჯრა მწვანედ
გაფერადდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არ გადაიტანება.
ჯგუფის არჩევა–
მაგ. მოცემულია გეოგრაფიული მიმართულებები, თითო თითოდ გამოჩენილი დარგები სწორად უნდა
აირჩიო და გაანაწილო შესაბამის მიმართულებებში .
Комментариев нет:
Отправить комментарий