ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე გეოგრაფიული
პროცესების და მოვლენების უკეთ გაცნობისა და შესწავლის საქმე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
ბუნებაზე უშუალოდ დაკვირვებით, კვლევით, ექსპერიმენტებით, რომელიც უყალიბებს მოსწავლეს
გარემომცველ სამყაროზე კონკრეტულ წარმოდგენას, ავითარებს შემეცნებით და შემოქმედებით
უნარს, უფრო ადვილი ხდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და გეოგრაფიული კანონზომიერებების
გაგება-გააზრება.
ამ საქმეში მნიშვნელოვანია ჩემს სკოლაში გეოგრაფია–ასტრონომიის მოედნის, როგორც სასწავლო
რესურსის წვლილი, რომლის აღდგენა მოხდა ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის ,, ვისწავლოთ
ძირძველ დედამიწაზე ზრუნვა’’–საშუალებით.
ჩემი სკოლის გეოგრაფიის მოედნის მდებარეობა აკმაყოფილებს
ყველა სტანდარტს, ზომით (10/10) მდებარეობს სკოლის შენობის გვერდზე, სამხრეთის მიმართულებით,
მზე ამოსვლის მომენტიდან ჩასვლამდე მთელი წლის მანძილზე დაჰყურებს მოედანს. არის ზუსტად
თარაზულ მდგომარეობაში, მის მახლობლად არ არის შენობები და ხე–მცენარეები, დაფარულია ბალახეული საფარით და
ა. შ.
მასზე განთავსებულია შემდეგი სახის თვალსაჩინოებები: გნომონი, რელიეფის
ფორმის მაკეტები, გეოსფერო, მზის საათი, ნალექმზომი, ფლუგერი, თოვლსაზომი ლარტყა,
კვადრატული მეტრი, კუბური მეტრი, პოლარული ვარსკვლავის მაჩვენებელი ტრანსპორტირი, მზის
სისტემა და პლანეტების განლაგება, მეტეოროლოგიური
ჯიხური, რომელშიც მოთავსებულია თერმომეტრი, ჰიგრომეტრი და ბარომეტრი.
მოედანი ხელს უწყობს არა მარტო გეოგრაფიის, არამედ
ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, ასტრონომიის სწავლების საქმეს. ტარდება ინტეგრირებული
გაკვეთილები, ემსახურება მხარეთმცოდნეობის წრეს, გნომონის საშუალებით არკვევენ საშუადღეო
ხაზისა და ჰორიზონტზე მზის სიმაღლეს. მოსწავლეები აწარმოებენ ამინდზე დაკვირვებას,
ზომავენ დღეში სამჯერ და ანგარიშობენ საშუალო
ტემპერატურას, ადგენენ ამპლიტუდას, აკვირდებიან ქარის მომართულებას, წნევას, ღრუბლიანობას, ტენიანობას, ზომავენ ნალექების რაოდენობას,
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ
ჩანაწერებს და ადგენენ ამინდის კალენდარს, ხოლო უშუალოდ სწავლა კეთებით ზრდის მოსწავლეთა
მოტივაციას, დაკვირვებით და ცდებით შეძენილი გამოცდილება კი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს
შეგნებულად აითვისონ და გაიაზრონ დედამიწაზე მიმდინარე გეოგრაფიული პროცესები და მოვლენები.
Комментариев нет:
Отправить комментарий